ნულოვანი შემოსავლების და ტურიზმის სტაგნაციის წელი - 2021 წლისთვის პირველი ტურისტული ჯავშნების მიღება დაიწყო
„2020 აბსოლუტური გაჩერების, ნულოვანი შემოსავლების და ტურიზმის სტაგნაციის წელი. 2021 წელს რაც შეეხება, მოლოდინები გაჩნდა, რომელიც ჩვენს მოტივაციაზეა დამყარებული, თუმცა არანაირი ხელჩასაჭიდი არ გვაქვს,“ – ამის შესახებ "კომერსანტს" ისრაელისა და ეროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა.
როგორც ცნობილია, მარტიდან დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების აღდგენას გეგმავს. რა მოლოდინი აქვს 2021 წლის გაზაფხულიდან ტურიზმის სექტორს ერთწლიანი გაჩერების შემდეგ, ამასთან დაკავშირებით მაია მურაჩაშვილმა აღნიშნა, როგორც კი ტურიზმი ამოქმედებას დაიწყებს გარკვეული სახეცვლილებით თუმცა მაინც, ყველა სექტორი ჩვეული ტემპის დაბრუნებას დაიწყებს და რადიკალური შედეგები მოსალოდნელი არ არის. მესტიაში კი სათხილამურო კურორტზე უკვე მოთხილამურეების ჯგუფებს ელოდებიან.
„რომ გითხრათ, Wizz air- ის გამო გაზაფხულზე დიდი მოლოდინი მაქვს, მოგატყუებთ და გათვლებს ვერ ვაკეთებთ. მომავალი წლისთვის ჯავშნები უკვე გაჩნდა - ორ ახალ სასტუმროს ვხსნით მესტიაში, ეს იქნება 21 და 25 ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმროები. მოთხილამურეების 6 ჯგუფს თებერვლიდან უკვე უნდა შემოსვლა სამთო-სათხილამურო კურორტზე, სხვა ლოკაციას არ განიხილავენ, მაინც და მაინც საქართველოში უნდათ წამოსვლა, მაგრამ სამწუხაროდ ფრენებთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს ვერ ვაძლევთ. იქნება რეისები თუ არა, ჩარტერული იქნება თუ რეგულარული - იანვარში თუ გვექნება პასუხი, კარგია. პირველ ივლისსაც უნდა გაგვეხსნა საზღვრები და ვერ გავხსენით, ბევრი იმედგაცრუება გვქონდა, მაგრამ რამეზე იმედი დავამყარო უხერხული იქნება ჩემს პარტნიორებთანაც.
არ ვთვლი, რომ კატასტროფული შედეგები იქნება 2020-ის გამო - როგორც კი ტურიზმი საშუალოდ ამუშავდება, ამუშავდება ყველა სექტორი,“ - განმარტავს მაია მურაჩაშვილი.
commersant.ge