თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ გაატარებთ ზაფხულის ცხელ საღამოებს, ეძებთ გამორჩეულ, ახალ, გემოვნებიან ადგილებს მაშინ ძალიან გაგიმართლათ, რადგან თქვენთვის კარგი რჩევა გვაქვს.
ადგილი სადაც შეგიძლიათ მოიწყოთ მყუდრო საღამოები, დაისვენოთ ერთფეროვანი დღეებისგან და განიტვირთოთ რესტორანი „მარანია“, გრიშაშვილის დაღმართზე. ახლადგახსნილმა რესტორანმა, რომელიც სულ რაღაც 3 თვეა სტუმრებს მასპინძლობს თავისი გამორჩეულობით უკვე მთელი ქალაქი გააოცა.
რესტორანი „მარანი“ ყველა ასაკისა და გემოვნების სტუმარს სასიამოვნო საღამოს გატარებას სთავაზობს. აქ საოცრად არის შერწყმული ძველი და ახალი, ევროპული და აზიური. ინტერიერი ნადმვილად მოგხიბლავთ და თავს კომფორტულად გაგრძნობიებთ, ფერებიც ისეა შერჩეული რომ თქვენ მყუდრო გარემო შეგიქმნათ.
ზაფხულის განმავლობაში ღია სივრცეები უფრო მოთხოვნადია, ყველას სურს, გარეთ ღია ტერასაზე მიირთვას მისთვის საყვარეარელი თუ ჯერ იდევ უცნობი კერძები.
„მარანი“ მართლაც დიდებული და გამორჩეული რესტორანია, თუმცა სავიზიო ბარათი მისი აივნები და ვერანდაა, რომელიდანაც მთელი თბილისის ხედი საოცრად იშლება. ტერასიდან ძალიან ახლოა აბანოთუბნის გუმბათები და ნარიყალა, რაც საოცარი სიმშვიდეს მატებს ამ ადგილს.
არაჩვეულებრივ გარემოში კერძების გამორჩეული და გემრიელია. მაროკოელი შეფ მზარეული თქვენთვის ქართულ და ევროპულ კერძებს მოამზადებს, რომელიც თავისი შთამბეჭდავი გემოთი თავს აუცილებლად შეგაყვარებთ.
რესტორანი „მარანი“ სტუმრებს საინტერესო საღამოებს სთავაზობს მომღერლებთან და ბენდებთან ერთად და რაც მთავარია განსაკუთრებულ მომსახურებას.
უკვე ვახსენეთ რესტორნის მომნუსხველი და მომაჯადოვებელი ტერასა, სადაც 28 ივლისს ყველასათვის საყვარელი მომღერალის ანრი ჯოხაძის საღამო გაიმართება.
საღამო 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო დასრულების შემდეგ სტუმრებს შეუძლიათ DJ-ის მიერ შეთავაზებული მუსიკით დატკბენ.
ასე რომ, თუ გსურთ გაატაროთ დაუვიწყარი საღამოს, ქართული და უცხოური მუსიკის ფონზე თქვენს საყვარელ ადამიანთან ან ადამიანებთან ერთად, ეს საღამო არ უნდა გამოტოვოთ.
www.travelingeorgia.ge