ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოდა სახლების ისტორია
16 ივნისი, 2022
როდის დაიწყეს ოდა სახლების მშენებლობა 
 
ჩემი მოგზაურობა ღია ცის ქვეშ გამართულ მუზეუმში გრძელდება. ძველი საცხოვრისების შემდეგ, მუზეუმის ეზოში, აქა-იქ კოხტად ჩადგმული ოდა სახლების ისტორიით ვინტერესდები… 
 
ოდა სახლების ისტორია, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. ამ დროიდან ოდა სახლები სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, რაჭაში, აფხაზეთში, ნაწილობრივ აჭარაშიც გავრცელდა. ოდა სახლები უმეტესწილად ერთი პრინციპით იგებოდა, თუმცა თითოეული კუთხის ოდა საცხოვრისმა, მეტ-ნაკლებად ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელი ხასიათი შეიძინა სტილით, არქიტეურული თავისებრებებით  გამოირჩევა. თავიდან მას უფრო შეძლებული გლეხები აგებდნენ. ამ ტიპის სახლები თითქმის მთელი დასალეთ საქართველოს ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ოდა სახლს ზოგადად, კოლხური ოდა სახლს უწოდებენ.  მას `სასტუმრო ყუდეს~, `ოხოროს~ და `ახალ სახლსაც~ ეძახიან. აფხაზურად ოდა სახლს "აკვასკა" ეწოდებოდა...
მეგზურობას ისტორიკოსი,  ეთნომკვლევარი ნოდარ შოშიტაშვილი მიწევს და საინტერესო ამბებს მიამბოს ოდა სახლების ისტორიდან.  
 
 
ოდა სახლი გაცილებით დახეწილი ნაგებობაა. ამ დრომდეც აგებდნენ ოდა სახლის ტიპის სახლებს, რომელიც ბოკონებზე, ხიმინჯებზე იდგა, თუმცა ფართოდ გავრცელება, მე-19 საუკუნიდან იწყება. საჯალაბო სახლისგან განსხვავებით, ოდა დგას არა უშაულოდ მიწაზე, არამედ ხიმინჯებზე ბოკონებზეა შემდგარი. თუ საჯალაბო სახლში  ოჯახს ერთ მთლიან სივრცეში უხდებოდა ცხოვრება, ოდა სეგმენტირებულია, საჯალაბო მისაღები ოთახი ცალკეა, მოსასვენებელო ოთახი ცალკე, სამზადი ცალკე. თანდათანობით სახლების სტილი იცვლელა და იხვეწება... თითოეული სახლის მოწყობა და არქიტექტურული სტილი, ცხადია მეპატრონის შესაძებლობაზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული.
 
 
გვხვდება როგორც ერთსართულიანი, ასევე ორსართულიანი პალატიანი ოდა-სახლები. ორსართულიანი ოდის პირველი სართული  ქვითკირით, ან ნაწილობრივ ქვით და ნაწილობრივ ხისგანაა აგებული. იატაკი კვლავ მიწატკეპნილი სოხანე რჩება, მეორე სართული მთლიანად ხისაა. საცხოვრებლად ძირითადად პალატი გამოიყენება. დასავლეთ საქართველოში სახლების სვეტებზე აღმართვა გეოგრაფიული, კლიმატით ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოთი იყო განპირობებული. ასე სახლი სინესტისგან იყო დაცული. ხელმისაწვდომი გახლდათ სამშენებლო მასალაც. 
 
გლეხკაცი საგანგებოდ არჩევდა სამოსახლოს, ჯერ კარგად აკვირდებოდა, ადგილს  შეისწავლიდა და შემდეგ გამართვადა ოდას. სახლი საცხოვრებლად მოსახერხებელი და გამოსადეგარი რომ ყოფილყო, ბევრი რამ უნდა გაეთვალისწინებინა ქარი რომელი მხრიდან ხვდებოდა, ადგილი ზვავსაშიში არ ყოფილყო...  
 
თავიდან ოდა სახლები ისლითაც იყო დახურული, ყავარითაც... ყავარით დახურული ოდა სახელი უფრო მთანი ადგილებისთვსა დამახასიათებელი, სადაც წაბლის, ფიჭვის და ნაძვის ტყეები იყო გავრცელებული. ყავარი მარიამობისთვეში იხდებოდა, როდესაც ხე მშრალი და მწიფე იყო. მეცხრაეტე საუკუნის ბოლოდან მასიურად იწყება კრამიტის წარმოება და უკვე ხდება კრამიტით გადახურვა.
 
ოდა სახლებისთვის დამახასიათებელია აივნის სისტემა, გხვდება წინა და უკანა აივნიანი ოდები, ან ოდა სახლს მხოლოდ წინ აქვს დატოვებული აივანი. ეს ოჯახის შესაძლებლობაზე იყო. თავდაპირველად ოდა სახლებს უკეთებდნენ რიკულებიან  აივნებს, აჟურული  მოაჯირით, ან ბალიასინებით. სახლის მორთულობაში თანდათან ჩნდება სხვადასხვა ფორმის დეკორატიული თაღები და თაღოვანი ფანჯრები. ძალზედ საინტერესოა, აივნისთვის დამახასიათებელი დამამშვენებელი ჩუქრთმები, სხვადასხვა ორნამენტებით. ორნამენტებით დამუშავებულია კარებიც...
 
ამოჩუქურთმებული ორნამენტები ტრადიციულია. გამოსახავდნენ ასტრონომიულ- სოლარულ  სიმბოლოებს, ფრინველებს, მცენარეულ ორნამენტებს... ქართველი კაცის რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული სიმბოლოების გამოსახვა, უძველესი დროიდან მოდის. დატანილია  ავეჯზე, ჭურჭლებზე, დედაბოძზე _ ქართლისა და კახეთის სახლების მაგალითზე. როცა ოდა სახლები შემოვიდა, ამოიღეს ქართული ტრადიციული სიმბოლოები და ოდა სახლებიც გაამშვენეს. მშენებელმა და მეპატრონემ ამოკევეთეს რაც ქართული, ტრადიციული იყო. ვთქვათ ბორჯღალი, ზოომორფული გამოსახულებები, ან აქცენტი გაკეთდა მცენარეულ ორნამენტზე. დამთავრდა ეს  ეპოქა. მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან, გასაბჭოებამ ახალი სიმბოლიკა შემოიტანა. კომუნისტების ეპოქაში სახლებზე გამოსახეს ვარსკვლავი, ნამგალი და ურო. წინწასულად ითვლებოდა ვინც ასეთ სახელს გააკეთებდა. ეს მაინც უფრო მოდაა, სტილია... შემდგომ კვლავ ტრადიციულს დაუბრუბდნენ.
 
ოდა სახლების განთქმული ოსტატები
 
თითქმის ყველა კუთხეში და ყველა სოფელში იყვნენ ხის სახლების მშენებელი ოსტატები, თუმცა ოდა სახლების  მშენებლობით და არქიტექტურის შეექმნით, განსაკუთრებით ცნობილები და განთქმულები, რაჭველები და ლაზები იყვნენ. მათი გაკეთებული სახლები დღესაც ბევრგანა შემორჩენილი. მათ ხშირად იწვევდენ სხვა რაიონებშიც სახლების ასაშენებლად თბილისში, სამეგრელოში, იმერეთში აფხაზეთში; თუშური აივნიანი სახლებიც, რაჭველ ოსტატებს დაუმშვენებიათ.
 
ოდა სახლების მოწყობდა
 
ოდა სახლებში უკვე გხვდება ხის ადგილობრივი ავეჯიც  ტაბლის ადგილს ჩვეულებრივი მაგიდა იკავებს, ჩნდება ხის მოჩუქურთმებული საწოლები, კომოდი... თითქმის ყველა ოჯახში ნახავდით სკივრს ზანდუკს, რომელიც ოჯახში ტრადიციულად რძალს მიჰქონდა ხოლმე მზითვად... მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის ახალი ეპოქა, იწყება და ინტერიერში, ადგილობრივ ტრადიციულ ავეჯთან და დგამ-ჭურჭელთან ერთად, შემოდის ევროპული ელემენტები სხვადასხვა სახის ავეჯი, ჭურჭელიც შედარებით მრავალფეროვანი ხდება.
 მეოცე საუკუნეში, ჩნდება შუშაბანდიანი ოდა სახლები, რომელსაც ღია აივნების ნაცვლად, ამოშენებუნლი შუშაბანდები ამშვენებს...
 
კერის ნაცვლად ბუხარი
 
ოჯახის არსებობა წარმოუდგენელი იყო შუა ცეცხლის გარეშე. ჩვენი წინაპრები, იმ ადგილს, სახლს სადაც ცეცხლი ინთებოდა,   ოჯახს, ან კერას ეძახდნენ. ოჯახი ონ )ჯახ არაბულ თურქული წარმოშობის სიტყვაა და კერას ნიშნავს. 
 
ოდა სახლებში, კერა შუაცეცლი ბუხარმა შეცვალა. შუაცეცხლმა  ბუხარში გადაინაცვლა. გვხვდენა ერთბუხანი, ან რამდენიმე ბუხრიანი სახლები. ეს იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენი განაყოფი ოჯახიც ცხოვრობდა ერთ საცხოვრებელ სახლში... აჭარაში ბუხარსაც ოჯახად მოიხსენიებდნენ, მას ოჯახს ეძახდნენ მესხეთშიც...
 
ოდა საცხოვრისებში ბუხარი იმავე ფუნქციას ასრულებს, რაც კერას, შუაცეცხლს ჰქონდა. ბუხარი ხელს უწყობს შენობის კარგ ვენტილაციას. საქრთველოში საბუხარი სავარაუდოდო ევროპიდან და თურქეთიდან გავრცელდა.  თუმცა მისი გაფორმების ეროვნული ქართული სიტილი, საქართველოში გავრცელებულმა ქვითხროობის მდიდარმა ტრადიცებმა განაპირობა. ოდასახლის აშენებამდე, ჯერ ბუხრის კონსტრუქცია იქმნებოდა და მის გარშემო იწყებდნენ სახლის მშენებლობას. ოდა სახლებში ბუხარი ყველა ოთახს ჰქონდა. მას ერთის მხრივ გასათბობ და საკვების მოსამზადებელ საშულაებად იყენებდნენ, თუმცა სახლის ერთგვარ სამკაულადაც იქცა, ამიტომაც მის შემკულობასაც უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ აფრმებდნენ ორნამენტებით, აჩუქურთმებდნენ ტრადიციული სიმბოლოებით...  ბუხრებზე გვხვდება ზოომორფული გამოსახუებებიც ფრინველებისა და ცხოველების გამოსახვის ფაქტები... 
 
ბუხრის აშენება ერთგვარ სირთულესაც წარმოადგენდა, რადგან ჭირდა ნამდვილი ოსტატის მოძებნა. 
 
ბუხრისთვის ქვის მოძებნა, კლდიდან ჩამოტეხა თუ მიწიდან ამოღება, დამუშავება, საერთოდა ბუხრის აშენება, მოჩუქურთმების ჩათვლით, მთავარი ოსტატის მოვალება იყო. ოსტატს ჰყავდა დამხარეებიც, ამდენად ქვის ხურონი რამდენმე ჯგუფად იყოფოდნენ: ქვის მხდელნი ქვის ამომღებნი; ქვის მომჭრელნი და ქვის გამომკვეთელნი; ვიცით, რომ კერას, შუაცეცხლს უდიდესი უძველესი დროდანვე უდიდესი მნიშვნელობა ჰოქონდა. კერა გახლდათ ოჯახის გამაერთიანებელი ცენტრი და მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ ითვლებოდა, ამიტომაც ბუხარს იმ ადგილს, სადაც შუაცეცხლმა გაიდაინაცვლა, უდიდესი კრძალვით ეპყრობოდნენ და მის გამშვენება-მორთულობაზეც განსაკუთრებით ზრუნავდნენ.   
 
ავტორი: შორენა მერკვილაძე

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.