ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასული შოტლანდიელი ტურისტი ჩაცმულობის გამო სცემეს
18 ივნისი, 2019

შაბათს, Instagram- ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასულ ტურისტს ექსკურსიის დროს ადამიანები.

კადრებში ჩანს, რომ მამაკაცს, რომელსაც შოტლანდიური კილტი აცია, ფიზიკურად უსწორდებიან. მის ჩასმულობას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ძალადობა მოჰყვა. ისინი შოტლანდიელს მუშტებს უტყამდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ვიდეოს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა- ზოგი ფიქრობს, რომ ტურისტი თავად იყო დამნაშავე და განზრახ მოახდინა ადგილობრივების პროვოცირება, რადგან “ქალის ტანისამოსში“ მამაკაცის გამოჩენა შეურაცხმყოფელია.

სხვები ფიქრობენ, რომ მათი რეაქცია ფუნდამენტურად არასწორია. მათი შეფასებით, ექსტრავაგანტული გარეგნობა ფიზიკური ძალადობის მიზეზი არ უნდა გამხდარიყო.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.