ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკებს გადასცემს - პირობები უკვე გამოქვეყნდა
12 სექტემბერი, 2022

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის აკვატორიის მონაკვეთს სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად და ასევე მათ დასასვენებლად გამოიყენებს.

„ობიექტის ექსპლუატაცია არ უნდა განხორციელდეს აფხაზეთის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, პოლიტიკური, სამხედრო, სამეცნიერო, ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ინტერესების საზიანოდ“,- ნათქვამია ხელშეკრულებაში.

მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულება იდება 49 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება კიდევ 15 წლით, თუ ერთი მხარე მეორეს წერილობით არ აცნობებს მისი შეწყვეტის შესახებ, ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტა ამ შემთხვევაში არ გამოიწვევს უძრავ- მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტას.

დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი. შეთანხმებას ოკურებული აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ რატიფიცირება სჭირდება.

შეთანხმების საგანს წარმოადგენს ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე კაგებეს მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მიწის 49 წლით იჯარით და მასთან ერთად, ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც.

აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების წამომადგებლები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი „საკანონმდებლო ორგანოდან“ უნდა გაიწვიონ.

წყარო: radiotavisupleba.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.