ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ომალოს მუსიკალური ფესტივალი „აქთუშეთი 2020“ ონლაინ-რეჟიმში ჩატარდება
22 ივნისი, 2020

„აქთუშეთი“ – ესაა თანამედროვე მუსიკის ფესტივალი, რომელიც 2017 წლიდან თუშეთის მაღალმთიან რაიონში, ომალოში ტარდება.  ფესტივალში უცხოელი არტისტები მონაწილეობენ , ხოლო ორგანიზატორები დასწრების მსურველებს ომალოში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფენ. ფესტივალი თანამედროვე მუსიკის მოყვარულების ყურადღების ცენტრშია, თუმცა Covid 19-ის გამო 2020 წლის „აქთუშეთი“ ონლაინ რეჟიმში Mutant Radio-სთან პარტნიორობით ჩატარდება.

„კომერსანტი“ საფესტივალო სივრცისა და ხელოვანებისთვის არტ-რეზიდენციის შექმნის იდეის ავტორს ალექსანდრე ზათიაშვილს ესაუბრა, რომელიც განმარტავს, რომ ფესტივალის ტრადიციის დამკვიდრების შემდეგ ომალოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობამ იმატა, ფესტივალის იდეა კი ადგილობრივებისთვის შემოსავლის გაზრდას გულისხმობს.

ფესტივალი 7 -დან 25 სექტემბრამდე შუალედში ჩატარდება.

„წელს ვგეგმავთ, რომ გავაკეთოთ ონლაინ-ფესტივალი. Mutant Radio ქართული რადიოა, სადაც სოციალურ ქსელში მუსიკალური გემოვნებიანი ლაივები გადის. გეგმა გვაქვს ასეთი, რომ რამდნეიმე ეტაპად ამოვიყვანოთ მუსიკოსები და გავიდეთ ბუნების წიაღში- ომალოში. მუსიკოსი უკრავს, ჩვენ ვიღებთ რომლის პირდაპირი ეთერიც გადის რადიოსა და ჩვენს გვერდზე. ფესტივალი 7 სეტემბრიდან 25 სექტემბრამდე შუალედში. ველდოებით საზღვრების გახსნას, მოგვიანებით არტისტების ვინაობა და ფორმატი ცნობილი გახდება. არტისტების ძირითადი ნაწილი დაკომპლექტებულია, თუმცა ჯერ არ დავაანონსებთ,“ – განმარტა ალექსანდრე ზათიშვილმა.

ომალოს საფესტივალო სივრცეს ძნელად მისასვლელი ექსტრემალური გზის გამო 1000-ამდე ადამიანი სტუმრობს. იდეის ავტორების მიზანიდგილობრივებისთვის შემოსავლების მობილიზებაა. „აქთუშეთის“ ძირითადი საქმიანობაა არტ-რეზიდენცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არტისტების მოზიდვას , სხვადასხვა ვორკშოპების ჩატარებას გულისხმობს.

„თუშეთში ამოსასვლელი გზა საკმაოდ სახიფათოა, ამიტომაც გვყავს მძღოლები, რომლებმაც იციან ეს გზა და მანქანა წესრიგში ჰყავთ. ჩვენ ვერიდებით დიდ რეკლამას იმიტომ, რომ რეალურად ბევრი ხალხი რომ ამოვიდეს, არ არის ამის რესურსი.

ამ ფესტივალის იდეა იყო, რომ დაგვეგენერირებინა შემოსავალი ადგილობრივებისთვის. ზოგი ხალხის ტრანპორტირებას უზრუნველყოფს ზოგს საცხენოსნო ტურები აქვს. ჩვენს ირგვლივ განვითარდა ინფრასტრუქტურა, კაფეები, კვების ობიექტები და ასე შემდეგ.  ამის გარდა ჩვენ ვცდილბთ, რომ პროდუქცია ადგილობრივებისგან შევიძინოთ.  ეს ფესტივალი ფინანსურად წამგებიანია, არანაირი მოგება არ შემოაქვს.

ფესტივალი არ არის ჩვენი ძირითადი საქმიანობა,  გვაქვს „არტ რეზიდენსი“,  სადაც ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან არტისტები, რომლებიც წარმოადგენენ გეგმებს, ხდება მათი საგულდაგულოდ შერჩევა. ეს არტისტები ჩამოდიან თუშეთში, ცხოვრობენ ჩვენთან, მუშაობენ კერამიკულ ნამუშევრებზე, მისდევენ მუსიკას, ტარდება ვორკშოპები. ნამუშევრები ინახება ჩვენს კოლექციაში.

ფესტივალის მთავარი მიზანია თანამედროვე კულტურის გაცნობა ადგილობრივებისთვის, ხოლო ჩამოსული არტისტები ქართულ ტრადიციულ კულტურას ეცნობიან. თავიდან ამ ყველაფრისთვის ჩვენს რესურსებს ვიყენებდით. აღსანიშნავია, რომ არტისტების უმეტესობა ჰონორარის გარეშე ჩამოდის, ჩვენ უზრუნველვყოფთ მათი ტრანსპორტირების და ცხოვრების ხარჯებს. გასულ წელს  Creative Georgia-სგან 10 000 ლარის მოცულობის დაფინანსება მივიღეთ,“ – აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა.

„აქთუშეთი“ს გუნდი  ყოველწლიურად  სხვადასხვა ვორქშოფს ატარებს, როგორებიცაა ფოტოგრაფიის, კერამიკისა და ხალიჩის ქსოვის ვოქშოფები. 2020 წლის ვორქშფების ჩატარების განრიგი 1 ივლისს გახდება ცნობილი. ვორქშოფს ჩაატარებენ ბერლინიდან და გენტიდან მოწვეული ლექტორები, რომლებიც წაიკითხავენ ლექციებს ღონისძიებების დაგეგმვაზე, პროდიუსინგსა და სხვა საინტერესო თემებზე.

Commersant


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.