ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ონში დანიის სამეფო აკადემიის სკოლა პირველ სტუდენტებს 2022 წლის მაისში მიიღებს
19 ნოემბერი, 2021

დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტში აკადემიის საქმიანობისთვის სოფელ სორში არსებული შენობა შეარჩიეს.

საგანმანათებლო სივრცის მოწყობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და 2022 წლის მაისში აკადემია საგაზაფხულო სკოლის პირველ სტუდენტებს მიიღებს.

შემდეგი ეტაპი საშემოდგომო სკოლა იქნება, საბოლოოდ კი დაგეგმილია, რომ აკადემია რეგიონალური მნიშვნელობის ინოვაციურ-პროფესიულ ჰაბად იქცეს.

"სტუმრები უკვე რამდენიმე დღეა ონის მუნიციპალიტეტში იმყოფებიან, გაეცნენ ადგილობრივ ხეზე მუშაობის მრავალწლიან ტრადიციას და კულტურას, დავსახეთ საერთო სამომავლო სამოქმედო გეგმა, რომელიც ონში საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს, გამოაცოცხლებს მუნიციპალიტეტს და მთლიანად რაჭის მიმზიდველობასაც გაზრდის,“ - ამბობს "ბიზნესპარტნიორთან" ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი.

მხარეებს შორის მოლაპარაკება ფონდ „ფეა თრიიზის“ შუამდგომლობით მოხერხდა. გაფორმდა მემორანდუმიც, რომელიც საგანმანათლებლო აქტივობების, გაცვლითი პროგრამების მუდმივი ბაზისა და ეკო-ტურისტული ცენტრების შექმნას მოემსახურება.

ონის მერის განმარტებით, თანამშრომლობა დაეფუძნება საერთაშირისო კულტურულ ურთიერთობებს, დემოგრაფიულ ღირებულებებს და საქართველოსთვის, საგანმანათლებლო ტურიზმის ჭრილში, საერთაშორისო მასშტაბით, მნიშვნელოვან პრეცენდენტს შექმნის.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.