ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოქრიაშვილი “ტურისტულ ემბარგოზე”: ამ საკითხს არ ვუყურებ ისე, რომ ვაიმე, დავიღუპეთ
10 ივლისი, 2019

„ამ საკითხს არ ვუყურებ ისე, რომ ვაიმე დავიღუპეთ; პრობლემები არის, თუმცა უნდა ვიყოთ მაგრები და პრობლემებსაც გავუმკლავდეთ,“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა კახა ოქრიაშვილმა საქართველოს ეკონომიკაზე ე.წ. რუსული ტურისტული ემბარგოს შესაძლო ნეგატიური გავლენის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ოქრიაშვილი განმარტავს, ბიზნესმა მთავრობას ტურისტული სექტორისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებაზე და სექტორში მარკეტინგის გაძლიერებაზე მიმართა.

„ვხედავ პრობლემას და ვხედავ, რომ ტურისტული ნაკადი, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა და ძირითადად პატარა სასტუმროებს ტვირთავდა, რომლის რაოდენობა საქართველოში არის დაახლოებით, 3000, მათ შესაძლოა გაუჭირდეთ და ჩვენ მთავრობას მივმართეთ ამ სასტუმროებისთვის გარკვეული შეღავათები დააწესონ.

მთავრობამ მარკეტინგული მიმართულებით მუშაობა უნდა გააძლიეროს. კერძოდ,  ევროპა, ჩინეთი და იაპონია, საიდანაც შესაძლებელი იქნება სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც დაბალანსდეს დანაკარგები. დივერსიფიცირებას შევძლებთ. მე ოპტიმისტი ვარ”, – განმარტა ოქრიაშვილმა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.