ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2020 წლის ოქტომბრის ტურიზმის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების 49,712 ვიზიტი განხორციელდა. ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92.5%-ით ნაკლებია.
ტურიზმის ადმინისტრაციის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საჰაერო გზით მხოლოდ 4,345 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 97.3%-ით ნაკლებია.
15 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:
1 თურქეთი – 18 960 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -78,1% ;
2 სომხეთი – 9 428 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,2% ;
3 საქართველო (არარეზიდენტი) – 4 964 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,0% ;
4 რუსეთი – 4 346 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,3% ;
5 აზერბაიჯანი – 3 924 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,7% ;
6 უზბეკეთი – 1 753 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 29,2% ;
7 უკრაინა – 1 095 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,4% ;
8 ბელარუსი – 881 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -78,4% ;
9 ყაზახეთი – 655 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,2% ;
10 გერმანია – 493 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,6% ;
11 საფრანგეთი – 368 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -85,8% ;
12 ა შ შ – 366 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,7% ;
13 ტაჯიკეთი – 339 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -37,1% ;
14 ლატვია – 281 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -90,1% ;
15 ყირგიზეთი – 277 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,2%.
ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ვიზიტორების რაოდენობის რეკორდულ ვარდნასთან ერთად, დემოგრაფიული მაჩვენებლებიც რადიკალურად არის შეცვლილი – კერძოდ, 49,712 ვიზიტორს შორის 94% ანუ 46,871კაცი იყო. ქალი ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 2,841-ია. ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში გასულ წელსაც კაცები ჭარბობდნენ, თუმცა 2019 წელს თანაფარდობა 62%/38%-ზე იყო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $2.58 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, 2020 წელს კი ეს რიცხვი მხოლოდ $499 მილიონი დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 80.7%-ით ნაკლებია. ამასთან წლევანდელი ტურიზმის შემოსავლის უდიდესი ნაწილი (427 მილიონი დოლარი) მოდის იმ პერიოდზე, სანამ საზღვრები დაიხურებოდა და ლოქდაუნი გამოცხადდებოდა.
BMG