ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ორ კვირაში კურორტი გუდაური გაიხსნება
03 ივლისი, 2017

2018 წელს ჩვენ გუდაურში მთლიანად დავასრულებთ ხელოვნური გათოვლიანების მეორე ფაზას, - ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ალექსანდრე ონოფრიშვილი ბაკურიანში ზაფხულის სეზონის ოფიციალურად გახსნის ცერემონიას დაესწრო და ბაკურიანის გარდა, სხვა მთის კურორტებზე განსახორციელებელი პროექტების შესახებაც ისაუბრა.

"დაახლოებით ორ კვირაში გაიხსნება კურორტი გუდაური, აგვისტოს დასაწყისში გაიხსნება კურორტი გოდერძი. ძალიან სასიხარულო სიახლეები გვაქვს ყველა მიმართულებით. გადაწვეტილია, რომ რამდენიმე დღეში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება, რაც გააძლიერებს ინსფრასტრუქტურას მესტიის რაიონში. აგრეთვე, გუდაურში უახლოეს მომავალში წყლის რეზერვუარის მშენებლობა დაიწყება, რომელიც გათოვლიანების მეორე ფაზას მოიცავს. 2018 წელს ჩვენ გუდაურში მთლიანად დავასრულებთ ხელოვნური გათოვლიანების მეორე ფაზას. ასევე, უმსხვილესი პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენთან ერთად აკეთებს დაწყებულია - უახლოეს დღეებში გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და იწყება კობი-გუდაურის მიმართულებით საბაგიროების მშენებლობა, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი, დაახლოებით, შვიდნახევარ კილომეტრიანი იქნება. გუდაურში კიდევ ორი საბაგიროს რენოვაცია მოხდება", - განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.