ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
232-ნომრიანი სასტუმროს დატვირთვა 80%-ია, რაც კარგი მაჩვენებელია - Lopota Lake Resort & Spa
02 აგვისტო, 2021

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმრო Lopota Lake Resort & Spa გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი დატვირთულობის მაღალ მაჩვენებლებზე საუბრობს და აცხადებს, რომ 232-ნომრიანი სასტუმრო 80%-ითაა დატვირთული, რაც ამ სეგმენტის სასტუმროსთვის კარგი მაჩვენებელია.

"სასტუმრო საკმაოდ კარგადაა დატვირთული. გეტყვით, რომ ივლისის სასტუმროს დატვირთულობის საშუალო მაჩვენებელი 80%-ია. ჩვენ საკმაოდ დიდი სასტუმროს წარმოვადგენთ 232 ნომრით და 80%-ს საკმაოდ კარგი შედეგია. სტუმრების რაოდენობის მხრივ 2019 წლის ივლისის მაჩვენებელს გადავაჭარბეთ კიდეც.

რაც შეეხება ჯავშნების გაუქმებებს ეპიდვითარებიდან გამომდინარე ნაკლებად შეინიშნება. ამ ეტაპზე ერთადერთი ბაზარი, რომელიც იკეტება ისრაელია და ისრაელის წილი ჩვენთან მაღალი არ იყო", - ამბობს Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერი.

მაკა ღლიღვაშვილის თქმით, Lopota Lake Resort & Spa-ს სერვისებით ზოგადად შუა კვირაში უფრო საერთაშორისო ვიზიტორები სარგებლობენ, ხოლო შაბათ-კვირას შიდა ტურისტები.

რაც შეეხება უცხოელ ვიზიტორებს, Lopota Lake Resort & Spa-ს სტუმრები ძირითადად გალფის ქვეყნებიდან არიან. სასტუმრო სტუმრებს იღებს ასევე ყაზახეთიდან და მცირე რაოდენობის სტუმარს უკრაინიდან.

"მინდა გითხრათ, რომ გალფიდან შემოდის ევროპელი მომხმარებელიც რადგან კატარში ბევრი ევროპელია დასაქმებული და იქედან შემოდიან სამოგზაუროდ საქართველოში", - აცხადებს Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერი.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.