ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციისთვის დამატებით 16 მილიონი გამოიყოფა
10 აპრილი, 2019

ძველი თბილისის რეაბილიტაციისთვის დამატებით 16 მლნ ლარი გამოიყოფა.

გამარტივებული შესყიდვისთვის თანხას თბილისის განვითარების ფონდი მიიღებს, რომელიც ორბელიანისა და ზაარბრუკენის მოედნების, ასევე მშრალი ხიდის და მიმდებარე ტერიტორიების განახლების სამუშაოებს აწარმოებს.

თბილისში, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მასშტაბური ნაწილის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაციის მიზნით ფონდს 52 მლნ ლარის ფარგლებში შეეძლო სამუშაოების ჩატარება, თუმცა, აღმოჩნდა, რომ თანხა საკმარისი არ არის. დამატებითი თანხის გამოყოფა სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობის და შესაბამისად მათი ღირებულების ზრდამ განაპირობა.

ამ მიზეზით 1 სექტემბრამდე გადავადდა სამუშაოების დასრულების ვადაც.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე განახლდება ინფრასტრუქტურა, ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები. შედეგად, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, თბილისს კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.