ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ორბის” ბახმაროში 50 მლნ ინვესტიციის განხორციელება სურს”
01 თებერვალი, 2019

კომპანია “ორბის” ბახმაროში 50 მილიონის ინვესტიციის განხორციელება სურს,- ამის შესახებ bm.ge-ს გურიის მხარის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ განუცხადა. მისი თქმით, საუბარია სასტუმრო კომპლექსზე, რომლის განხორციელებითაც კომპანიაა დაინტერესებული. 

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს პილოტური შესწავლა საინვესტიციო კომპანიების მხრიდან. ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც გამოთქვა სურვილი არის “ორბი”, რომ 50 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს ბახმაროში. გარდა ამისა, არის სხვა უცხოური კომპანიებიც, რომლებიც რამდენიმე მილიონი ევროს ინვესტიციას გეგმავენ ბახმაროში. არ არის მხოლოდ ერთ სასტუმროზე ლაპარაკი, არის საუბარი კომპლექსზე”,- აცხადებს გუბერნატორი. 

მისივე თქმით, ზოგადად ბახმაროს განვითარების მიმართულებით სხვა ნაბიჯებიც იდგმევა, მათ შორის დაგეგმილია კურორტის სრული ელექტროფიკაცია. 

“იგეგმება ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია. იმ მოსალოდნელი ბიზნესინტერესებიდან, რომელიც გამოხატულია ბახმაროში, ვვარაუდობთ, რომ 5-6 ათასი საწოლი ადგილი გაჩნდება კურორტზე. განვითარდება სასტუმრო კომპლექსები, რაც ხელს შეუწყობს, რომ ბახმარო გახდეს არამარტო ზაფხულის კურორტი, არამედ 4 სეზონის კურორტი. 

დღეს ბახმაროში 2 კომპანია ოპერირებს, რომლებსაც უცხო ქვეყნებიდან ჩამოჰყავს მოთხილამურეები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ექსტრემალური სათხილამურო სპორტით”,- აცხადებს გუბერნატორი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.