ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2021 წლიდან ქართული ღვინო დაიწყებს ხარისხის ახალ ეტაპზე გადასვლას – ლევან დავითაშვილი
23 ოქტომბერი, 2020

2020 წლის რთველში ყურძნის ჯამური საპროგნოზო მოსავალი 300,000 ტონამდეა. რაჭული რთველის მიმდინარეობაზე მუშაობისას bm.ge-მ გაარკვია, რომ წელს ბიზნესის მხრიდან „სახვანჭკარე“ ჯიშების ყურძნის მოსავალზეც კი ნაკლები მოთხოვნაა, ამიტომ სახელმწიფოს უწევს, თავად იყიდოს „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ მოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც განსხვავებით, რქაწითელისა და კახური მწვანისა, ბევრად ძვირი ღირს – 1 კგ „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის ფასი 7 ლარია.

Bm.ge-მ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილს დაუსვა შეკითხვა, მომდევნო წლებშიც ხომ არ გახდება საჭირო სუბსიდირება?

„პანდემიამ ძალიან შეცვალა ჩვენი რეალობა და მოგვიწია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლის სურვილიც შესაძლოა არ გვქონდეს. 2018 წელს მოვახერხეთ სრულად გამოსვლა სუბსიდირების რეჟიმიდან და კერძო სექტორმა მოახერხა მოსავლის დაბინავება, თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ 2020 ძალიან რთულია ბევრი რამის გამო, მათ შორის ღვინის სექტორისთვის.

რაც შეეხება ზოგადად „ხვანჭკარას“ და სხვა მიმართულებებს, ყველა ადგილწარმოშობის მიმართულებას თავისი კერძო მიდგომა ექნება, ეს მიდგომები იქნება თვისობრივად მნიშვნელოვანი ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და შემდეგ პერიოდში, 2021 წლიდან, დაიწყება აბსოლუტურად ახლებური მიდგომა ვენახში ხარისხის კონტროლის კუთხით, რაც თვისობრივად გადაიყვანს ახალ დონეზე ქართული ღვინის სექტორს. ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც აქამდე გვქონდა, გადავა ახალ ეტაპზე. ერთ ეტაპი ღვინის ხარისხის გაუმჯობესების და ცნობადობის გაზრდის კუთხით უკვე გავიარეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამ პროცესში არის გლობალური კონკურენცია, მთელი მსოფლიო რაღაცას აკეთებს.

იქნება განსხვავებული მიდგომა, განსხვავებული ადმინისტრირება, რესურსები, 2021 წლიდან ქართული ღვინო დაიწყებს ახალ ეტაპზე გადასვლას, რომელიც მათ შორის „ხვანჭკარის“ ადგილწარმოშობაში ბევრ რამეს შეცვლის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

BMG


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.