ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2030 წელს საქართველოს მთის კურორტებზე შესაძლოა ზამთრის საერთაშორისო ოლიმპიური თამაშები ჩატარდეს
12 მარტი, 2018

საქართველო 2030 წლისთვის ზამთრის საერთაშორისო ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ემზადება. საქართველოს მთის კურორტების პოტენციალისა და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სათაო ოფისიდან ექპერტების ჯგუფმა გუდაური, ყაზბეგი, ბორჯომი და ბაკურიანი დაათვალიერეს.

ექსპერტების თქმით, საქართველოს მთის კურორტებს საკმოდ დიდი პოტენციალი აქვთ მთის კურორტების განვითარებისა და საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის მიმართულებით.

საერთაშორისო ექპერტების ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლოზანაში ყოფნის დროს დაიგეგმა, სადაც გიორგი კვირიკაშვილი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს ტომას ბახს შეხვდა. ცნობილია, რომ მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობა და პერსპექტივები განიხილეს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.