ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2021 წლის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა ტურიზმის სფეროში
27 დეკემბერი, 2021

უკვე 2 წელია რაც კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის სფეროს უდიდესი დარტყმა მიაყენა და მკვეთრად შემცირდა საერთაშორისო ვიზიტები. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად 2021 წელს ტურიზმთან დაკავშირებით მაინც ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდა.

Euronews გთავაზობთ ტურიზმის სფეროში მიმდინარე წლის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენას.

1. 23 წლის გოგონა ყველაზე ახალგაზრდა მოგზაური გახდა, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმოგზაურა

ლექსი ალფორდი ბოლო რამდენიმე წელი მსოფლიოს გარშემო ინტენსიურად მოგზაურობდა და 23 წლის ასაკში რეკორდის დამყარებაც შეძლო.

2. იტალიაში სახლების ერთ ევროდ გაყიდვა ხშირი მოვლენა გახდა

იტალიის მცხოვრებლებისგან დაცლილ ქალაქებში სახლების 1 ევროდ გაყიდვა ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყეს, თუმცა დროთა განმავლობაში ის სულ უფრო პოპულარული გახდა და სიმბოლურ ფასად სახლის ყიდვა იტალიის ათობით ქალაქში უკვე შესაძლებელია.

3. მოგზაურმა ჰანა ბრაუნმა ჩრდილოეთის ზღვაში ყველანაირი აღჭურვილობის გარეშე გაცურა

მოგზაურმა ჰანა ბრაუნმა ჩრდილოეთის ზღვაში ნოემბერში ყველანაირი აღჭურვილობის გარეშე გაცურა, მას მხოლოდ საცურაო კოსტიუმი ეცვა.

4.ხორვატიაში მსოფლიოში პირველი დისტანციური სოფელი გაიხსნა

ხორვატიის ზღვისპირა ქალაქ ზოდარში მსოფლიოში პირველი დისტანციური სოფელი გაიხსნა, სადაც ნებისმიერ უცხოელს აქვს უფლება იცხოვროს და დისტანციურად იმუშაოს.

5. პერუში კლდეზე გადმოკიდებული უჩვეულო სასტუმრო გაიხსნა

პერუში, მაჩუ-პიქჩუსთან ახლოს 400 მეტრის სიმაღლეზე კლდეზე გადმოკიდებულები სასტუმრო გაიხსნა. სასტუმროს ნომრებამდე მისასვლელად, რომლებიც კაფსულებს მოგვაგონებს, ზიპლაინით დაშვებაა საჭირო.

6. პირველი ადამიანი, რომელმაც აქტიური ვულკანს wingsuit-ის გადაუფრინა

ექსტრემალი სებასტიან ალვარესი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც ჩილეში აქტიურ ვულკანს wingsuit-ით გადაუფრინა.

7. ხიდიდან ხტომა ბოსნიაში

ბოსნიის ქალაქ მოსტარში ხიდიდან ხტომის ტრადიცია 1600-იან წლებში გაჩნდა. თუმცა, 2021 წელს ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა და ყოველდღიურად ხიდიდან ასობით ადამიანი ხტება.

8. ქალი, რომელმაც 10 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იცურა

ქლოე მაკკარდემა ინგლისის არხი 10 საათში გადაცურა. ეს მისთვის სრუტის გადაცურვის 44-ე შემთხვევა იყო, რითაც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

9. მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო მონაკვეთის რეკორდი გაიზარდა

მიმდინარე წელს რკინიგზის მეშვეობით მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში გადაადგილების ყველაზე გრძელი მარშრუტის სიგრძე კიდევ ერთხელ გაუმჯობესდა.

დღესდღეობით მატარებლით შესაძლებელია პორტუგალიის სამხრეთ ნაწილიდან სინგაპურამდე მატარებლით ჩასვლა. რკინიგზის საერთო სიგრძე 18 755 კილომეტრია და მის დასაფარად მატარებელს 21 დღე სჭირდება.

10. ცვლილებები ტურიზმის სფეროში

და ბოლოს, ტურიზმის სფეროში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა. პანდემიის გამო მოგზაურები სულ უფრო მეტად არიდებენ თავს ხალხმრავალ ადგილებს და მათი გემოვნება და ინტერესები მეტ-ნაკლებად შეიცვალა.

წყარო:  "ბიზნესპრესნიუსი"


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.