ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2021 წელს 2020 წელთან შედარებით ისევე როგორც ყველა სხვა მიმართულებით ტურიზმშიც გვაქვს ზრდა - ზვიად ხორგუაშვილი
15 აგვისტო, 2022

„2021 წელს, 2020 წელთან შედარებით ისევე  როგორც ყველა  სხვა მიმართულებით ტურიზმშიც გვაქვს ზრდა, რადგან 2020  წელს  საქართველომ კოვიდრეგულაციების გამო საზღვრები ჩაკეტა და 2019 წელთან  შედარებით 85% იანი კლება გვქონდა“,- ამის  შესახებ „კომერსანტს“ ეკონომიკის ექსპერტმა ზვიად ხორგუაშვილმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის  შეფასებისას განაცხადა,  სადაც საუბარია იმაზე, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ  1 244.9 მლნ. აშშ დოლარით დაიკავა, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 48.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 822.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 32.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 215.9 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 8.5 პროცენტი).

 „რაც შეეხება ამ მონაცემებს ამ ტიპის  მონაცემების  გამოქვეყნება საქსტატმა ახლახან დაიწყო, მაგრამ ეროვნული ბანკი ამას ყოველთვის აქვეყნებდა და თუ შევხედავთ  საგადამხდელო  ბალანსს, რომელსაც  ეროვნული ბანკი  წლების  განმავლობაში აქვეყნებს, ვნახავთ, რომ აქ  ახალი  არაფერია, ამ ყველაფერს ისედაც ვნახულობდით.

ტურიზმით  შემოსულ წმინდა ფულად  ნაკადებს ისედაც ვნახულობდით და ვიცოდით, ეს  გულისხმობს იმას, რომ ვიზიტორები შემოვიდნენ, ფული დაიხარჯეს და  პირიქით საქართველოდან რა ფული გავიდა, ანუ როდესაც საქართველოს მოქალაქეები მიდიან  და  ისვენებენ. მათ  შორის  სხვაობა  არის  წმინდა  ფულადი  ნაკადები. რაც  ასევე  ვიცოდით  როგორ  იყო 2020  წელს და 2021 წელს“,- აღნიშნა ზვიად  ხორგუაშვილმა.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.