ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ევროკავშირში დასვენებისა და სპორტული მომსახურების ფასები გაიზარდა - eurostat
12 სექტემბერი, 2022

2022 წლის ყოველთვიური მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირში დასვენებისა და სპორტული მომსახურების ფასების ცვლილების წლიური მაჩვენებელი იანვრის  +3,4%-იანი მაჩვენებლიდან ივლისში 4,2%-მდე გაიზარდა. - ამის შესახებ ინფორმაციას eurostat ავრცელებს. მათივე ინფორმაციით სპორტის, კემპინგის, ღია ცის ქვეშ დასვენების და აღჭურვილობის  2022 წლის ყოველთვიური მონაცემები ფასების მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. 

ინფლაცია ევროპაში ამჟამად დღის მთავარი თემაა, სადაც დიდი ყურადღება ენერგიისა და სურსათის ფასებს ეთმობა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც ინფლაციაზე ახდენს გავლენას. 

2011-დან 2021 წლამდე ევროკავშირში რეკრეაციული და სპორტული სერვისების ფასების ცვლილების საშუალო წლიური მაჩვენებელი  2.0% იყო, რეკრეაციულ და სპორტულ სერვისებთან დაკავშირებით, ცვლილების წლიური საშუალო ტემპი  2011-2016 წლებში დაეცა, შემდეგ 2017-2019 წლებში კვლავ გაიზარდა და 2019-2021 წლებში 2.2%-ზე დასტაბილურდა.

2022 წლის ყოველთვიური მონაცემები მთლიანი ინფლაციის მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს  (+5,6%-დან იანვარში +9,8%-მდე ივლისში). მიუხედავად იმისა, რომ რეკრეაციული და სპორტული სერვისების ცვლილების წლიური მაჩვენებელი ასევე გაიზარდა, ის არც ისე დიდი იყო იანვრიდან მაისამდე პერიოდში (იანვარში +3,4%-დან მაისში +5,1%-მდე). შემდეგ მისი მაჩვენებელი  ივლისში +4.2%-მდე  კვლავ შემცირდა, მაგრამ გაცილებით მაღალი დარჩა წინა წლის იმავე თვის მაჩვენებეთან შედარებით (+2.7% 2021 წლის ივლისში).

რაც შეეხება სპორტული აღჭურვილობის, კემპინგისა და ღია ცის ქვეშ დასვენების აღჭურვილობის ფასებს, მათ  უფრო არარეგულარული ცვლილებები განიცადეს. 2011 წლიდან 2013 წლამდე მათი ფასი ოდნავ გაიზარდა და 2014-2015 წლებში კვლავ დაეცა. 2016 წლის ზრდის შემდეგ მათი ფასი 2019 წლამდე ყოველწლიურად ეცემოდა, ხოლო 2020 წლამდე სტაბილური დარჩა. აღჭურვილობის ფასმა 2021 წელს პიკს მიაღწია და 1.3%_ით გაიზარდა

2022 წლის ყოველთვიური მონაცემები კვლავ მნიშვნელოვან ზრდას (+2.2%-დან 2022 წლის იანვარში +4.4%-მდე ივნისში) აჩვენებს. 

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.