ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2023 წელს ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 47 მლნ ლარი დაიხარჯება
31 იანვარი, 2023
2023 წელს ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის მთლიანი საინვესტიციო ბიუჯეტი 47 მილიონი ლარი იქნება.
 
პროექტის ფარგლებში დასრულდება 3,5 კმ-იანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირება, განხორციელდება სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის გეგმიური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი; განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები.
 
2023 წელს დასრულდება აეროპორტების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა. აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით განხორციელდება.
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.