სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს უწყებამ ჯამში 30 000-მდე სხვადასხვა მიმართულების ბიზნესი შეამოწმა.
როგორც სეს-ის უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ „ბიზნესპარტნიორთან“განმარტა, 30 000 სახელმწიფო კონტროლის შედეგად ჯამში 3 000-მდე სამართალდარღვევა გამოვლინდა, რაზეც სააგენტომ ბიზნესოპერატორები დააჯარიმა.
„სხვადასხვა მიმართულების დარღვევები იკვეთება, როგორც ეტიკეტირების, ასვე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის მიმართულებით. ყველა დარღვევას შესაბამისი ჯარიმა ესადაგება. რაც შეეხება უშუალოდ რძის სექტორს, ამ მიმართულებით მიმდინარე წელს სააგენტომ სამასამდე დარღვევა გამოავლინა. მათ შორის როგორც სანიტარულ-ჰიგიენური, ისე ეტიკეტირებისა და მიკრობიოლოგიური დაბინძურების შემთხვევები იყო.“ -აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.
მისივე განმარტებით, წინა წლებთან შედარებით სიტუაცია გაუმჯობესებულია და დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.
avianews.ge