ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2023 წელს Wizz Air-მა თითქმის 100 ახალი მარშრუტი აამოქმედა
23 იანვარი, 2024

Wizz Air-ი  ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს, Wizz Air -ით მგზავრობა 60 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია, რაც WIZZ-ისთვის ყველაზე მაღალი მგზავრთნაკადის მოძრაობისა და 32%-იანი ზრდის მაჩვენებელია 2022 წელთან შედარებით.

"2023 წელს Wizz Air-მა თითქმის ასი ახალი მარშრუტი აამოქმედა, დაამატა 32 სრულიად ახალი A321 neo თვითმფრინავი და დაფარა 263 მილიონი კილომეტრის ცაში. 2023 წელს ავიაკომპანიამ დაგეგმილი ფრენების 99,31% შეასრულა. დროულად შესრულებული ფრენების წილით, Wizz Air ევროპული ავიაკომპანიების სამეულშია.

2023 წელი Wizz Air-ისთვის რეკორდული იყო: საშუალო ნახშირბადის ემისიამ მგზავრზე 51,5 გრამი შეადგინა, რაც 6,8%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ეს Wizz Air-ის ყველაზე დაბალ წლიურ მაჩვენებელს წარმოადგენს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კონკურენტებს შორის მის უპირობო ლიდერობას CO2 ინტენსივობის შემცირების მიმართულებით.

2023 წელს Wizz Air 1,5 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია საქართველოში, ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 110%-ით გაიზარდა. ავიაკომპანია, ქუთაისში განთავსებული ოთხი ბაზირებული ავიახომალდით, მომხმარებლებს გადაადგილებას 16 ქვეყნის 28 მიმართულებით სთავაზობს.

2023 წელს Wizz Air-მა საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით 7513 ფრენა შეასრულა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 4151 იყო,"-აღნიშნულია განცხადებაში. 

Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ჟაჟა ტრუბეკი აღნიშნავს, რომ საქართველო Wizz Air-სთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა.

„ჩვენ ვამაყობთ და ბედნიერები ვართ, რომ 2023 წელი რეკორდული მაჩვენებლებით დავასრულეთ, მუდმივად განვითარებადი საავიაციო ქსელით, მოწინავე ფლოტითა და გაუმჯობესებული ოპერაციული მაჩვენებლებით, ინდუსტრიის მდგრადობის უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებით. საქართველო Wizz Air-სთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა და გვეამაყება, რომ წამყვანი ავიაკომპანია ვართ ქვეყანაში. 2024 წელს ჩვენ აღვნიშნავთ ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობის გაჩენის 20 წლის იუბილეს და მოუთმენლად ველით ჩვენს მგზავრებთან საინტერესო თავგადასავლებისა და დაუვიწყარი მომენტების გაზიარებას“, - განაცხადა ჟაჟა ტრუბეკმა.

* CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 185 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი  51.1 მილიონი მგზავრისთვის 2023 ფინანსურ წელს (F23), რომელიც მთავრდება 2023 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ 2019, 2020 და 2023 წლებში ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.