ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2023 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები დასახელდა - რეიტინგი
20 იანვარი, 2023

ახალი წელი ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს. მოგზაურობის მსურველები მთელი მსოფლიოდან უკვე გეგმავენ ახალ მოგზაურობებს. CNN-მა 2023 წლის საუკეთესო მიმართულებები დაასახელა.

თითქმის სამ წლიანი სამოგზაურო შეზღუდვების შემდეგ, ბევრმა ქვეყანამ გააუქმა კოვიდ-შეძღუდვების უმეტესობა. ამ ფონზე კი ხალხმა უფრო და უფრო დაიწყო საზღვარგარეთ მოგზაურობა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზით, მოგზაურობის შემდგომი განახლებაა მოსალოდნელი.

CNN-ის რეიტინგს პოლონეთი ლიდერობს. პოლონეთში ვიზიტის მთავარ მიზეზებს შორის ავტორებმა გამოარჩიეს მისი სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

„უპირველეს ყოვლისა, ღირს პოლონეთის მონახულება ამ წელს ქვეყნისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც, თავის მხრივ, სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ“, - ნათქვამია CNN Travel-ის სტატიაში.

CNN-მა განმარტა, რომ სწორედ პოლონეთმა მიიღო მეტი უკრაინელი ლტოლვილი, ვიდრე სხვა ქვეყნებმა და ომმა აღმოსავლეთ საზღვარზე ტურისტების ნაკადი დროებით შეამცირა.

ასე რომ მოგწონთ ვარშავის სასახლე, ქალაქები, როგორიცაა კრაკოვი, გდანსკი, ვროცლავი თუ პოზნანი - უკრაინის საზღვრიდან ასეულობით მილის დაშორებით - ახლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააკეთოთ რაიმე სასარგებლო პოლონეთში დასვენებასთან ერთად, - წერენ ავტორები.

TOP-23 საუკეთესო ტურისტული მიმართულება 2023 წელს:

  1. პოლონეთი
  2. დასავლეთ ავსტრალია;
  3. ლივერპული, ინგლისი;
  4. ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინა;
  5. ვილნიუსი, ლიტვა;
  6. ფიჯი;
  7. მანაუსი, ბრაზილია;
  8. სალონიკი, საბერძნეთი;
  9. რუანდა;
  10. გეტებორგი, შვედეთი;
  11. რას ალ ხაიმა, არაბთა გაერთიანებული საამიროები;
  12. ლაოსი;
  13. გრუიერესი, შვეიცარია;
  14. მინეაპოლისი, მინესოტა;
  15. ბოგოტა, კოლუმბია;
  16. მუსტანგის ველი, ნეპალი;
  17. ტანზანია;
  18. კაირო, ეგვიპტე;
  19. ნაოშიმა, იაპონია;
  20. ბელიზი;
  21. ოახაკა, მექსიკა;
  22. ოტავა, კანადა;
  23. უგანდა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.