ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან, მსოფლიოს 47 ქვეყანაში, 38%-ით მეტი ღვინოა ექსპორტირებული
12 მარტი, 2024

2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან, მსოფლიოს 47 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 47,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ექსპორტირებული ღვინის მოცულობა შეადგენს 16,7 მლნ ლიტრს, რაც 43%-ით მეტია  გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე.

ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია ქართული ღვინის სტრატეგიულ პოლონეთის ბაზარზე - 27% (855,1 ათასი ლიტრი), სადაც რეგიონში არსებული კრიზისის გამო, ბოლო 2-წლიანი პერიოდის კლების შემდეგ, წელს უკვე ექსპორტის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

ბოლო წლების სტაბილური ზრდის ტემპები შენარჩუნებულია უმნიშვნელოვანეს საექსპორტო ბაზარზე გერმანიაშიც - 4% (153,3 ათასი ლიტრი);

საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა სტრატეგიულ ბაზრებზე: ესტონეთი - 41% (50,6 ათასი ლიტრი) და იაპონია - 549% (27,7 ათასი ლიტრი), ასევე ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა უკრაინა - 27% (792,7 ათასი ლიტრი), კანადა - 472% (50,6 ათასი ლიტრი), ისრაელი - 37% (54,6 ათასი ლიტრი) და სხვა.

2024 წლის იანვარ-თებერვალში, მსოფლიოს 31 ქვეყანაში,  ექსპორტირებულია 6,3 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები ღირებულებით 35,2 მლნ აშშ დოლარი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივი ზრდა 48%-ს, ხოლო შემოსავლების  46%-ს შეადგენს.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.