ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2024 წლის ყველაზე პოპულარული მიმართულებები Booking.com-ის მიხედვით
15 იანვარი, 2024

Booking.com-მა უკვე დაასახელა 2024 წლის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები. მონაცემები პლატფორმაზე დაფიქსირებულ ჯავშნებს ეყრდნობა.

პირველ ადგილს ნაკლებად ცნობილი ბეპუ იკავებს, რომელიც კუნძულ კიუშუზე, სამხრეთ-დასავლეთ იაპონიაში მდებარეობს და ერთადერთი სპა ქალაქია სიაში. მეორე ადგილზეა ალბანეთი, შემდეგ მოდის ყველაზე დიდი ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში, მერიდა. საკმაოდ პოპულარულია პორტლენდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ნიდერლანდების ქალაქი ვალკენბურგი. ხუთეულს მიღმაა ბუენოს-აირეისი, გერმანია, ასევე ქალაქი როტორუა ახალ ზელანდიაში, რომელიც ცნობილია ვულკანური წყაროებით. მეცხრე და მეათე ადგილს ფილიპინები და ავსტრალია იკავებს.

ცნობისთვის, Booking Holdings-ის უახლესი ფინანსური ანგარიშების თანახმად, კომპანიის შემოსავალმა 2023 წელს $20.63 მილიარდი შეადგინა.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.