ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ორჯაში XVI ს-ის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
07 ივნისი, 2018

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯაში მდებარე XVI ს-ის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია დგას მინდორზე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე.

სტილისტური ნიშნებით აგებულია XVI ს-ის 70-იან წლებამდე, სანამ მესხეთს თურქები დაიპყრობდნენ. ტაძარი დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ფერადოვანი ქვით.

სარკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში თითო სწორკუთხა ნიშაა. ერთი სარკმელია დასავლეთის კედელშიც. კამარა გრძივი აბსიდის ბოლოში მასიური ქვებით გამოყვანილ პილასტრებზე გადასულ თაღს ეყრდნობოდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.