ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოშკის ტაძარი ერზრუმში ტურისტების რაოდენობას გაზრდის
11 მარტი, 2019

თურქული ონლაინ-გამოცემა Daily Sabah-ის ცნობით, თურქეთის აღმოსავლეთში, ერზურუმის პროვინციაში მდებარე მე-10 საუკუნის ქართული ტაძარი ოშკი, რესტავრაციის შემდეგ ტურისტების რიცხვზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

ამის შესახებ გუბერნატორმა, ოკეი მემიშმა ისაუბრა. მისივე თქმით, ანატოლია სხვადასხვა კულტურების კერაა და ასევე, მეჩეთის სიახლოვეს მდგომი ეკლესია, ტოლერანტობის ნათელი მაგალითია.

სტატიაში, თურქეთის კულტურის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბარია სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც შარშან დაიწყო. შედეგად, ტაძარს პირვანდელი იერსახე უნდა დაუბრუნდეს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ეკლესია მონასტრის შემადგენელი ნაწილი იყო და ქართული დინასტიის მმართველობის დროს, ქრისტიანობის მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.