ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოთარ შამუგია: ღვინის პოპულარიზაციაში ₾12 მლნ-ს ვხარჯავთ, ეს თანხა გაიზრდება
19 ივლისი, 2022

აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით შეხვედრები გაიმართა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, შეთანხმება შედგა, რომ წელს, რთველის პერიოდში ამერიკული მედიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ, მოეწყობა ტური და შემდეგ ქართულ ღვინოზე ამერიკულ მედიაში გაშუქდება.  

"ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ჩვენი ღვინის პოპულარიზაციის კუთხით. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ გაცილებით მეტი შედეგები გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ბაზარზე ზრდა გვაქვს, მაგრამ შესაძლებელია მეტი შედეგი გვქონდეს. ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ", -აღნიშნა ოთარ შამუგიამ. 

მისი თქმით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 12 მლნ ლარი იხარჯება. პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. თუმცა, მინისტრის თქმით, მოამავალ წლებში ეს თანხა გაიზრდება. 

"ამავდროულად ამ პროგრამას დაემატა უკვე ახალი პროექტი, რომელიც უშუალოდ კომპანიების მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებას გულისხმობს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.