ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოთარ შამუგია: ქართული ღვინის რუსეთზე დამოკიდებულება 80%-დან 57%-მდე შემცირდა
02 მაისი, 2022

ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ბოლო წლებში 80%-დან 57%-მდე შემცირდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მეწარმეებთან ერთად ამ რიცხვის კიდევ უფრო შემცირებისთვის სხვადასხვა სტრატეგიაზე მუშაობს. 

"რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით 80%-იანი დამოკიდებულება გვქონდა და ეს შემცირდა 57%-მდე. ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო მეწარმეებთან ერთად ახორციელებს. ღვინის ბაზრის დივერსიფიცირების მიზნით, წლების განმავლობაში ვახორციელებთ შესაბამის პროექტს, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოცაა ჩართული. ყოველწლიურად, დაახლოებით 10-12 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით. ჩვენ მეწარმეებს ვეხმარებით ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერით, ასევე შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომელიც უშუალოდ მეწარმეებს მათი მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაში ეხმარება. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ბიზნესი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ბაზარზე ნაკლები დამოკიდებულება იყოს",- განაცხადა მინისტრმა.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.