ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოთარ შამუგიამ, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მარანი დაათვალიერა
23 სექტემბერი, 2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კომპანიის „მხოლოდ კარგი ღვინოები“ იტალიური წარმოების ღვინის ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სპეციალური შეკვეთით დამზადებული მანქანის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

როგორც მობილური საწარმოს მფლობელმა, ვასილ მანაგაძემ აღნიშნა, სპეციალიზებული მანქანის მომსახურების საშუალებით, მცირე და საშუალო ზომის მარნებს წვდომა აქვთ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე, რომელიც მევენახეებს უმცირებს პროდუქციის თვითღირებულებას და ზრდის მათი პროდუქციის საბოლოო ფასს.

უწყების ცნობით, მობილური სერვისით აღჭურვილი მანქანა უკვე ოთხი თვეა ოპერირებს და 30-მდე მარანს გაუწია მომსახურება.

კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც სპეციალური გადამზადება იტალიაში ჩაუტარდათ.
პროექტის ჯამური ღირებულება 700,000 ევროს შეადგენს. კომპანიამ სტარტაპებისათვის შეღავათიანი აგროლიზინგით ისარგებლა, სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო ახდენს.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.