ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ოტიას ეზო" ლუდსახარშის გაფართოებას 1 თვეში დაასრულებს
29 ივნისი, 2022

ოტია იოსელიანმა წყალტუბოში ოჯახურ მეურნეობა „ოტიას ეზოში" კრაფტ ლუდის წარმოება დაიწყო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მეურნეობის დამფუძნებელმა ოტია იოსელიანმა განუცხადა, ამ დროისთვის მეურნეობაში ხდება როგორც ლუდის ხარშვა, ისე მინის ბოთლებში (330 მლ,550 მლ) ჩამოსხმა.

როგორც მწერლის შვილიშვილი აცხადებს, ჩამოსხმული ლუდი „ოტიას ლუდსახარშის" ბრენდით თბილისის რამდენიმე ლუდის ბარში იყიდება. სექტემბრიდან დაგეგმილია ონლაინ მიწოდების სერვისის ამოქმედებაც, მათ შორის, Wolt-თან თანამშრომლობა.

ოტია იოსელიანის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს ლუდსახარშის გაფართოების სამუშაოები, რომელიც 1 თვეში დასრულდება. ამის შემდეგ ლუდსახარშის წარმადობა კვირაში 100 ლიტრიდან გაათმაგდება.

სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე მარანია განთავსებული, სადაც სხვადასხვა სახის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი. როგორც მწერლის შვილიშვილი ოტია იოსელიანი აცხადებს, სამომავლოდ მეურნეობის გაფართოება და „ოტიას ეზოში" სხვადასხვა სახის სიახლის დანერგვა იგეგმება.

მისი ინფორმაციით, ლუდსახარშის გაფართოების პროექტი დაახლოებით 10 000 ლარის ღირებულებისაა.

როგორც იოსელიანი აცხადებს, დღეს ბაზარზე საოჯახი ტიპის ლუდის ნაკლებობაა. მისი წარმოების გადაწყვეტილებაც აქედან წამოვიდა. ლუდში შემავალი ოთხივე მთავარი ინგრედიენტი ქართული იქნება. საუბარია, ალაოზე, სვიაზე, წყალსა და საფუარზე.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.