ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ოტიას ეზოში“ სტუმრებს ოჯახურ სასტუმროშიც გაუმასპინძლდებიან
23 იანვარი, 2019

მეურნეობა წყალტუბოში, რომელიც ოტია იოსელიანის სახლში მისმა შვილიშვილმა შექმნა, უახლოეს მომავალში სტუმრებს საოჯახო სასტუმროშიც უმასპინძლებს. 

“ოტიას ეზო”-ში, სადაც ტურისტებს უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად უმასპინძლდებიან, სტუმრებს მეგზურობას ოტიას შთამომავლები უწევენ; აქვე მზადდება “ოტიას ეზო”-ს საოჯახო ღვინოც. 

“გვაქვს როგორც ქვევრის ღვინო ასევე, ჩვეულებრივი გაუფილტრავი სახლის ღვინო. 2018 წლის შემოდგომაზე 3 000 ბოთლამდე ჩამოვასხით. ჩვენი ნაწარმი საშუალო საფასო კატეგორიის არის და სამწუხაროდ, ჯერ ჩვენი ვენახების ყურძენს, იმის გამო რომ ახლაგაშენებულია ვერ ვწურავთ, თუმცა ესეც მალე იქნება“, – ამბობს ოტია იოსელიანი. 

“ოტიას ეზო”-ს დამფუძნებელი BMG-თან განმარტავს, რომ წელს ყურძენი დასავლეთ საქართველოს მევენახეებიდან შეიძინეს. იმერეთში, აჭარასა და ლეჩხუმში შეძენილი ციცქას, ცოლიკაურს, ჩხავერს და ოცხანურ საფერავს წელს უნდათ რომ უსახელაურის ღვინოც დაემატოს. ღვინო, ჯერჯერობით, მხოლოდ ადგილზე, წყალტუბოში ჩასული ტურისტებისთვის იყიდება. 

ღვინის ახალ სახეობებთან ერთად “ოტიას ეზო” 2019 წელს საოჯახო სასტუმროს მოწყობას გეგმავს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.