ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
4 თვეში აჭარას 500 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია
20 მაისი, 2019

აჭარის რეგიონში ზაფხულის სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად ზაფხულის ფესტივალით გაიხსნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან BM.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს, აჭარაში ტურისტებს 390 განთავსების ობიექტი მოემსახურება, რომელშიც ჯამში 23,143 საწოლ ადგილს ითვალისწინებს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 144-ით მეტია. კერძოდ, 2018 წელს აჭარის რეგიონში 22,999 საწოლი ადგილი და 387-ი განთავსების ობიექტი იყო. 

მათივე ინფორმაციით, მთიან აჭარაში მოგზაურების რაოდენობა გაზრდილია. გასული წლის მონაცემებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში ეკო და სოფლად არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე 244, 478 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც 2017 წლის მონაცემებს 124%-ით აღემატება. 

მოგზაურების სტატისტიკა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვების, განთავსებისა და ტურისტული ატრაქციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მოამზადა. 

+38% – ქობულეთის ტურისტული მარშრუტები 

+112% – ხელვაჩაურის ტურისტული მარშრუტები 

+12% – ქედის ტურისტული მარშრუტები 

+31% – ხულოს ტურისტული მარშრუტები 

+26% – შუახევის ტურისტული მარშრუტები 

რაც შეეხება რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობას, 2019 წლის 4 თვის მონაცემით, რეგიონში ნახევარ მილიონამდე მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა. განსაკუთრებული ზრდა ბათუმის აეროპორტშია: +42%. გასულ წელს აჭარის რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების 2 100 000-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.