სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში 4 წლის განმავლობაში 80-მდე სვანური კოშკი და მაჩუბი აღადგინა.
არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150-მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.
სულ ცოტა ხნის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მესტიაში, შალიკო რატიანის მაჩუბის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
შედეგად ტრიტორია გაიწმინდა ნანგრევებისაგან, მოიხსნა საპირე წყობა და სახურავის ხის კონსტრუქციები. საძირკველები რკინა-ბეტონით გამაგრდა. მოეწყო ყავრის სახურავი, რკინა ბეტონის სარტყელი, აშენდა ქვის კედლები, კირ-ცემენტის ხსნარზე არსებული ქვის 30%-ის გამოყენებით, გამოიცვალა სართულშუა გადახურვა და აივნის ხის კონსტრუქციები, მოხდა ფასადის კედლების მობათქაშება კირის რთული ხსნარით.
სამუშაოები კომპანია “თაუერს+“-მა შეასრულა.
www.travelingeorgia.ge