ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ოუქლენდი" სურამში 20 მილიონიან ინვესტიციას ახორციელებს
17 მაისი, 2021

კომპანია „ოუქლენდი“ დაბა სურამში, ყოფილი დიმიტროვის ბაღში, 20 მლნ ლარის ინვესტიციით დასასვენებელ-საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. კომპანიამ 6 ჰა მიწა სახელმწიფო პროგრამის, კერძოდ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, ფარგლებში შეიძინა. „ოუქლენდის“ დირექტორი დავით უმეკაშვილი „საქმის კურსს“ უყვება, რომ კომპანია მშენებლობას არაუგვიანესს 2021 წლის ივლისიდან დაიწყებს და 40-50-მდე ადამიანს დაასაქმებს.

„ტერიტორიის პრივატიზება 2020 წელს მოხდა, რომლის ერთ-ერთი პუნქტის ვალდებულება 20-ნომრიანი სასტუმროა, ამ ეტაპზე არქიტექტორულ პროექტს ადმინისტრაციულ ორგანოებთან ვათანხმებთ, რის შემდეგაც მშენებლობას დავიწყებთ. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე არსებული ტყის საფარი გადაშენების პირას არის, ტყის შესანარჩუნებლად პროფესიონალების დახმარებით გეგმა გავწერეთ, ახლაც ადგილზე ხის შეწამლვისა და მოვლის პროცედურები მიმდინარეობს, ჩვენი გათვლით, მშენებლობას 2021 წლის ივლისიდან დავიწყებთ და 2 წელში დავსარულებთ. ამ რეგინისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, რომელიც სურამს ახალ სიცოცხლეს შესძენს, იმის მიუხედავად, რომ ძირითად აქცენტს შიდა ტურიზმზე ვაკეთებთ, დასავლეთში მიმავალ უცხოელ ტურისტს გზად შესვენებისა და სურამის დათვალიერების საშუალებაც ექნება“, - აცხადებს „ოუქლენდის“ დირექტორი.

დავით უმეკაშვილი „საქმის კურსთან“ განმარტავს, თუ რატომ შეირჩა სურამი საინვეტიციო ლოკაციად. „სახლმწიფომ სურამის განვითარების გენგეგმა გააკეთა, ამის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო ობიექტი გაჩნდა, რომელიც განითარებისთვის მიმზიდველად მივიჩნიეთ“ - ამბობს ის.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.