მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა დაასრულა.
ცენტრის შენობა ავარიული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა და გარე ინტერიერს. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ოზურგეთის ფოლკლორის სახლში განთავსდება არქივი და ხმის ჩამწერი სტუდია. აქ თავს მოიყრის ანზორ ერქომაიშვილის მიერ შეგროვებული უნიკალური მასალა. დასავლეთ საქართველოდან ანსამბლებს სიმღერების ჩასაწერად თბილისში ჩასვლა აღარ მოუწევთ.
სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტი ფოლკ-ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ცენტრი 4-სართულიანია და 1300 კვადრატულ მეტრ ფართი უკავია, შენობაში განთავსდა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, არქივი, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სალოტბარო სკოლა და ადმინისტრაცია. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
პროექტი მთავრობამ 1.6 მლნ ლარით დააფინანსა.
www.travelingeorgia.ge