მთაწმინდის პარკისთვის ფესტივალების მასპინძლობა უკვე ტრადიციად იქცა.
22 ივლისს პარკი უკვე პაემანს ყველთან გთავაზობთ და ყველის ფესტივალზე გეპატიჟებათ.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ყველის კომპანიები, ასევე, კერძო მეყველეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
როგორც პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ ყველის იშვიათი და უნიკალური სახეობები.
ყველის ფესტივალი თბილისში ყოველ წელს იმართება და მისი მთავარი ორგანიზატორიც ანა მიქაძეა. არ გამოტოვო პაემანი ყველთან!
www.travelingeorgia.ge