სასტუმრო ბიზნესი მიმდინარე ტურისტული სტატისტიკით კმაყოფილია და ტურისტულად აქტიურ სეზონზე უფრო მეტი ტურისტის მოლოდინშია. “ლოპოტა სპა რეზორტის” კომერციული დირექტორი მაკა ღვლივიშვილი ამბობს, რომ 2019 წლის მაისის შედეგებს სტუმრების მხრივ უკვე 20%-ით აჭარბებენ.
“ამ დროისათვის, არსებული პერიოდიდან გამომდინარე, შედარებით დაბალი ჯავშნები გაქვს, რადგანაც ძირითადად ბოლო წუთის ჯავშნები შემოდის. აქედან გამომდინარე დატვირთულობა მაინც ნორმალური გვაქვს. თუმცა ჩვენს მაგალითზე, დღეისათვის ლოკალური ბიზნესი უფრო აქტიურია. შიდა ბაზარი აქტიურია როგორც ინდივიდუალური ასევე კორპორატიული ჯავშნების მხრივ. მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო ბაზრებიდან საკმაოდ აქტიურია არაბული ქვეყნები და ასევე დსთ-ს სივრცის ქვეყნები.
მაისშიც კი შარშანდელთან შედარებით ზრდა სახეზეა, რადგანაც შარშან ფაქტობრივად ივნისში გაიხსნა საერთაშორისო ფრენები და მაისში საერთაშორისო ტურისტები არ გვყავდა. ამიტომ სხვაობა სახეზეა. მეორე მომენტია ისიც, რომ ამ პერიოდში ადგილობრივ მოსახლეობას არ ჰქონდა საშუალება, რომ საზღვარგარეთ ემოგზაურა და წელს ის ქართველი მომხმარებელი რომელიც შარშან გვყავდა რეალურად მოგვაკლდა. თუმცა იმ ქართულ სეგმენტს დღეს საერთაშორისო სეგმენტი უკვე გვიფარავს. იმისათვის, რომ საერთაშორისო ბაზრებიდან მეტი ტურისტის მოზიდვა შევძლოთ ყველა მიმართულებით გვაქვს ციფრული მარკეტინგული კამპანიები გაშვებული, სადაც საქართველოს პირდაპირი ფრენები გაქვს. რაც შეეხება 2019 წლის მაისს, 2022 წლის მაისთან შედარებით ზრდა 20%-ია”, – განმარტავს “ლოპოტა სპა რეზორტის” კომერციული დირექტორი.
avianews.ge