ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პანდემიის პირობებში "უსაფრთხოების გარანტი“ ტურიზმის სექტორისთვის
01 თებერვალი, 2022

პანდემიის პირობებში ტურიზმის სფერო მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება. საზღვრების გახსნასთან ერთად გაიზარდა ტურისტების მოთხოვნა უსაფრთხოებაზე და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

საქართველოში არსებული ბიზნეს სექტორი აქტიურად მუშაობს, საერთაშორისო სტანდარტების დაცვასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ შორის კოვიდ რეგულაციებთან დაკავშირებით.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, MAGNUM OPUS-ი, TÜV AUSTRIA-ს ექსკლუზიური კონტრაქტორი, HSE GROUP-თან ერთად ტურიზმის სექტორს სთავაზობს ჰიგიენის მართვის საერთაშორისო სტანდარტის  „V-SAFE“-ის დანერგვასა და სერტიფიცირებას, რომელიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება.

TÜV AUSTRIA საერთაშორისო სერთიფიცირების ავსტრიული ორგანიზაციაა, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი შვილობილი კომპანიებითა და პარტნიორებით.

"V-Safe” საერთაშორისო სტანდარტი შემუშავებულია TÜV AUSTRIA-ს მიერ მსხვილი,საშუალო და მცირე ორგანიზაციებისთვის,ტურისტული ობიექტების, სასტუმროებისა და რესტორნების უსაფრთხო მუშაობის ხელშეწყობისთვის.

„V-Safe“ სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიას აქვს უსაფრთხო სამუშაო გარემო, რასაც ტურისტული ობიექტები აქტიურად იყენებენ კონკურენტული უპირატოსობის მოსაპოვებლად სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე  (Booking.com; Tripadvisor.com; Expedia.com და ა.შ)

„V-Safe“  სერტიფიცირებისთვის, ორგანიზაციამ უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ
არსებული კანონმდებლობის გარდა, აუცილებელია შეასრულოს და დააფიქსიროს სტანდარტის მიერ დაწესებული მოთხოვნები.

TÜV AUSTRIA-მ უკვე მოახდინა 250-ზე მეტი ობიექტის სერტიფიცირება "V-Safe"-ის უსაფრთხოების სერტიფიცირების სისტემის მიხედვით ესპანეთში, პორტუგალიაში, თურქეთში და ა.შ.
 

HSE GROUP-ი აქტიურად არის ჩართული ტურიზმის სექტორის შრომის უსაფრთხოების და  სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების რეგულაციების დაცვაში და განვითარებაში.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.