ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პანდემიური წელი ჩვენთვის არ ყოფილა - "ლოპოტა სპა რეზორტი"
07 სექტემბერი, 2021

„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ ზაფხულის სეზონი მიუხედავად პანდემიიისა აქტიური იყო.

„პანდემიური წელი ჩვენთვის არ ყოფილა, მთელი სეზონის განმავლობაში 2019 წლის მაჩვენებლებს გადავაჭარბეთ,“ - აცხადებს ღლიღვაშვილი.

მისივე ინფორმაციით, დამსვენებლების 50%-ს ადგილობრივები, 50%-ს კი უცხოელები უყვნენ. კითხვაზე, როგორ მოახერხა პანდემიური წლის გათვალისწინებით კომპანიამ ასეთ შედეგებზე გასვლა, „ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი განმარტავს, რომ ამას ორი მიზეზი ჰქონდა.

„წელს 2019 წელთან შედარებით მაღალი ფასები გვქონდა დაჭერილი. გაიაფება არ არის აქტივობის მიზეზი. პირველი, აქტივობა შენარჩუნდა იქედან გამომდინარე, რომ ის ბაზრები იყო ღია, რომელიც ჩვენი მომხმარებელია. მათ შორისაა, არაბული სამყარო, რომელიც ლოპოტას ყველაზე ერთგული მომხმრებელია და მეორე - ქართველები, რომლებიც თავს იკავებენ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან, ტვირთავენ ადგილობრივ ტურიზმს,“ - აცხადებს ღლიღვაშვილი.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის „ლოპოტა  სპა რეზორტი“ სრულად დატვრითული არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე სექტემბერია, თუმცა, კომპანია ტურისტების გააქტიურებას რთველის სეზონისთვის ელოდება.

„ლოპოტა სპა რეზორტი ბაზარზე“  2006 წლიდან არის წარმოდგენილო. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია. 

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.