ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პერსპექტივები საქართველოში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად
26 იანვარი, 2018

საქართველო ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად ემზადება. ქვეყნის პრემიერი 2030 წლის პერსპექტივისთვის ქვეყანაში ყველაფერი უნდა მომზადდეს.

„ეს მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ მოიტანს უამრავ ახალ ინვესტიციას, ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საერთაშორისო მასშტაბით”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებები შეაჯამა და განაცხადა, რომ დიდი შედეგია ის, რომ მარტის დასაწყისში ჩამოდის სპეციალური დელეგაცია, რომელიც შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, მოახდენს იდენტიფიცირებას იმ მიმართულებების, ან თუნდაც ჩავარდნების, რომელთა განვითარება აუცილებელია, რათა საქართველოს ჰქონდეს ყველა შემადგენელი კომპონენტი, რომ კვალიფიცირდებოდეს ასეთი ტიპის უმაღლესი რანგის კონკურსებისთვის.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ დღეიდან 12 წლის შემდეგ საქართველოში შეიძლება ჩატარდეს ზამთრის ოლიმპიური თამაშები, დიდ ყურადღებას მოიპყრობს საქართველოსკენ. ჩვენ გვექნება გაწერილი გეგმა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების, ადგილობრივი ახალგაზრდების, ბავშვების ზამთრის სპორტის სახეობებში ჩართვის მიმართულებით. ეს იქნება მთელი მთავრობის სამოქმედო გეგმა, სადაც ჩართული იქნება ყველა უწყება. მნიშვნელოვანია, რომ ამ განაცხადს და დადებით ამბიციას პოზიტიურად შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და დახმარება აღგვითქვა. ჩვენ მოვემზადებით იმ ვიზიტისთვის, რომელიც მარტში შედგება და დავიწყებთ კონკრეტული გეგმის განხორციელებას", - აღნიშნა პრემიერმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.