აჭარის მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით 2015 წელს პეტრას ციხის რეაბილიტაცია დაიწყო. სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ციხის კედლების რეაბილიტაცია.
მუზემ-ნაკრძალში დაიწყო პირველი ეტაპის სამუშაოები: ამ ეტაპზე მიმდინარეობს ღობის მოწყობა.
2018 წლისთვის დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის მოწყობა, ასევე გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები.
მიმდინარე წელს არქეოლოგიური სამუშაოების დროს ციხეზე აღმოჩენილი იქნა ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული უმნიშვნელოვანესი მასალები: რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა).
www.bm.ge