პირდაპირი რეისები ნიუ-იორკში, ტორონტოში, ტოკიოსა და სეულში - ქართული ავიაკომპანიის ამბიცური გეგმები
„ხელი მოვაწერეთ, პროექტს Airbus A330 -300 თვითმფრინავის ჩამოყვანაზე, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თბილისი-ტორონტო, თბილისი ნიუ-იორკის მიმართულებით ამვიამიმისვლაზე და ტურისტების შემოყვანასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენს იმედი აქვს რომ ეპიდემილოგიური მდგომარეობა გაზაფხულზე დასტაბილურდება და ქვეყანაში აქტიურები ფრენები დაიწყება.
„გვინდა,ოპერირება რაც შეიძლება მალე, გაზაფხულისთვის დავიწყოთ. ავიაციაში დაგეგმარება მინიმუმ 3-4 თვეს მოიცავს, ახლა აქტიურ ფაზაში ვართ, უკვე თვითმფრინავის მიღება-ჩაბარებაზე ვმუშაობთ და ტექნიკურ შემოწმებას გავდივართ. ჩვენი ლაინერი ევროპაში იმყოფება და გადმოფრენასთან დაკავშირებით იანვარში ვისაუბრებთ. მარტი-აპრილში ტურიზმი სავარაუდოდ აღდგება და გვინდა ტურისტები შორი მანძილებიდან შემოვიყვანთ. გაჩერებულ სასტუმროებთან დავიწყეთ მუშაობა, კონტრაქტებს ვაფორმებთ, თუ ისინი ზამთრის მძიმე კრიზისს გაუძლებენ, გაზაფხულიდან ამ სასტუმროების შევსებას ჩვენ ვგეგმავთ“, - განმარტავს გიორგი კოდუა.
კომერსანტის კითხვაზე, როდის იქნება შესაძლებელი პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ნიუ-იორკი, ტორონტოს მიმართულებით, Air Georgia“-ს დამფუძნებელი გვპასუხობს, რომ საკითხზე კომპანია აქტიურად მუშაობს. გიორგი კოდუას იმედი აქვს, რომ პროექტს საქართველოს მთავრობასთან ერთად განახორციელებს. მისი თქმით, პირდაპირ რესიებს ყველა მიესალმება, თუმცა ჯერჯერობით რეალური ნაბიჯი არ გადგმულა.
„სიტყვიერად დადასტურებულია რომ პროექტი აინტერესებთ, არის პოზიტიური გამოხმაურება, მაგრამ რეალურად მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში არ ვართ გადასული. აპრილში უნდა ველოდოთ, რომ ტორონტოს მიმართულებით რეისები შესრულდება. კანადის კუთხით ვგეგმავთ რეგულარული გადაზიდვების გახსნას. საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ, შეხვედრა კანადის საკონსულოსთან გვაქვს ჩანიშნული, ასევე ურთიერთობა გვაქვს ამერიკის სავაჭრო პალატასთან. პანდემიის ამბავი, თუ იანვარ-თებერვალში დარეგულირდა, ჩვენ შეიძლება ივნის-ივლისსში ამერიკაში რეისებიც განვახორციელოთ. თუმცა საკითხზე დიდი მუშაობა გვჭირდება, რადგან ამერიკის რეგულაციები სხვაა, ჩვენ ევროპული გვაქვს, რომელიც ჰარმონიზებული, თუმცა მაინც სხვადასხვა სტანდარტებია. აქედან გამომდინარე, საქართველოს დასჭირდება აუდიტის გავლა, რასაც დრო სჭირდება, ასევე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და აეროპორტებმა უსაფრთხოების სტანდარტები უნდა გაირონ. პროცედურები დროს მოითხოვს და ვვარაუდობთ ყველაზე კარგ შემთხვევაში, შეიძლება ფრენები ივლისში დავიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი ერთი წლის შემდეგ განხორციელდება“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.
ნიუ-იორკისა და ტორონტოს გარდა „Air Georgia“-ს პირდაპირი რესიების განხორციელების სურვილი ტოკიოსა და სეულის მიმართულებითაც აქვს, თუმცა კოდუას განმარტებით ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება მოლაპარაკებებს მნიშვნელოვნად ართულებს:
„მოლაპარაკება გვაქვს სეულთან, დავუკავშირდით სამხრეთ კორეის ტურისტულ კომპანიას, რომელსაც ტურისტები შემოჰყავდა. ჩვენ თანამშრომლობა შევთავაზეთ, თუმცა გამოგვიცხადეს, რომ დღეისათვის საქართველოს ტურისტულ დანიშნულებად არ განიხილავენ, რადგან აქვთ ინფორმაცია, რომ ჩვენთან მძიმე სიტუაციაა.გვითხრეს, რომ იანვარ-თებერვალში დაგვიკაშვირდებიან. თუ იანვარ-თებერვალში სახელმწიფომ უკეთესი ეპიდემიოლოგირი მდგომარეობის შექმნა მოახერხა, დაგველაპარაკებიან. ასევე კონტაქტზე ვართ ტოკიოსთან, თუმცა მათაც იგივე გვითხრეს“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.
ბაჩო ადამია
commersant.ge