ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდა
06 ივლისი, 2018

პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის მშენებლობა განახლდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პარალელურად მიმდინარეობს უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები.

გზის მშენებლობა სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მიმართულებით არსებობდა მხოლოდ საცალფეხო ბილიკი, გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა, მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს. 

პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28 კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო.  ამ დროისთვის გაჭრილია 6 მ. სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა, ასევე დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მშენებლობა. გზის მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც, მხარეში ადგილობრივების დაბრუნებისათვის, ასევე ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.