ფესტივალი 16:00 საათზე "რანის" სტადიონზე მოეწყობა, პირველი 300 დარეგისტრირებული ადამიანი მიიღებს ფერებს საჩუქრად (რეგისტრაცია შესაძლებელია 15 ივნისის ჩათვლით 14:00 საათიდან 15:00 საათამდე). თუ რეგისტრაციას ვერ მოასწრებთ, ღონისძიების მსვლელობისას სხვადასხვა აქტივობით შეძლებთ ფერების მოგებას. ( ფერები გაიყიდება ასევე სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე)
ფერების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება გასართობი პროგრამა: მარათონი (სირბილში), ფრიზბი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ბაგირის დაძლევა, წყლიანი ბურთების სროლა და ა. შ.
საბავშვო გასართობი ცენტრი ლაგოლენდია მოაწყობს ლაგოლენდიის კუთხეს, სადაც პატარები იმოგზაურებენ ზღაპრების სამყაროში და შეძლებენ ზღაპრის გმირებთან ფოტოების გადაღებას.
დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ