პირველი არტ-კაფე ბახმაროში - 17 წლის მარიამის საკუთარი ხელით შექმნილი და მოხატული ბიზნესი
კურორტ ბახმაროში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე არტ-კაფე 17 წლის მარიამ ეჯიბიამ გახსნა. პირველ არტ-კაფე ბახმაროს ძველ უბანში ე. წ “დავითიანზე“ გაიხსნა. დავითანი კურორტის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმ პირველი ექიმის(არტემ დავიდიანცი) სახელს ატარებს, რომელმაც ბახმაროს უნიკალური კლიმატური თისებების შესახებ პირველი დაკვირვებები აწარმოა და სადაც თავად დავიდიანცი დასახლდა.
არტ-კაფეს სახელი“ დავითიანი“ სწორედ ადგილდებარეობის გამო ეწოდა. დამსვენებლებს და ტურისტებს ახალგაზრდა მხატვრის თათია კობრეშვილისა და ფოტოხელოვან გიორგი ისაკაძის ნამუშვრების დათვალიერება შეუძლიათ. არტ-კაფეში გამოფენილია ბახმაროს ისტორიის ამსახველი დოკუმენტური მასალაც.
მარი ეჯიბია: ბახმარო უნიკალური კურორტია, მართლაცდა საოცარი სამკურნალო თვისეებით, თუმცა ვფიქრობ მას განვითარება სჭირდება.აქ მამა-პაპის დანატოვარი სახლი ჰქონდა დედაჩემს და ხშირად ვისვენებდით, თუმცა არსად იყო ადგილი (მთების გარდა რა თქმა უნდა) სადაც დროის საინტერესოდ გატარება შეიძლებოდა. ამიტომ გადავწყვიტე თავად გამეკეთებინა რაღაც ახალი და ჩემი წვლილი შემეტანა კურორტის განვითარებაში.
ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე, არტ კაფის დიზინი ჩემია, ფასადიც თავად მოვხატე, ინვენტარით კომპანია “ზედაზენი“ და “ნაბეღლავი„ დამეხმარა, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა."
ბახმაროში 1877 წლიდან წლიდან არაერთი სამეცნიერო ექსპედიცია განხორცილედა. სხვადასხვა ეროვნების ექიმების კლიმატორლოგებისა და მკვლევარების მიერ. ყველა ექსპედიციამ დაადასტურა რომ ბახმარო არაფრით ჩამოუვარდებოდა ისეთ კურორტებს, როგორც იყო დავოსი და ლეიზენი(შვეიცარია), ხოლო პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი, რომელიც 1922 წელს ბახმაროში სამეცნიერო ექსპედიციაში იყო, თავის ჩანაწერებში წერდა: “რამდენიმე ასეულ ავადმყოფზე დაკვირვებამ მე დამარწმუნა , რომ დასაწყისი ფორმები ფილტვების ტუბერკულოზისა,ტუბერკულოზი ძვლისა,ლიმფური ჯირკვლებისა ,პერიტონეუმისა და აგრეთვე სისიხლნაკლებობა არაჩვეულებრივი სისიწრაფით იძლევიან გაუმჯობესებას“
ბახმაროში პირველი არტ კაფე გაიხსნა
ზღვის დონიდან 2050 მეტრზე არტ-კაფე 17 წლის მარიამ ეჯიბიამ გახსნა
მარიამმა არტ კაფის დიზინი თავად გააკეთა და ფასადიც თვითონ მოხატა
ipress.ge