ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
1-ლი დეკემბრიდან Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით იფრენს
19 ნოემბერი, 2020

1-ელი დეკემბრიდან თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით იფრენს. აღნიშნული განრიგი 30 დეკემბრის ჩათვლითაა აქტიური. Turkish Airlines-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს აეროპორტ “სტამბოლიდან” ( IST ) განახორციელებს.

უფრო კონკრეტულად კი რეისები შემდეგი გრაფიკით შესრულდება:

სტამბოლი-თბილისი – ყოველ სამშაბათს, შაბათს და კვირას, ხოლო თბილისი-სტამბოლი კი – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, კვირას.

დღეისათვის Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით ასრულებს რეისებს, საიდანაც ნაწილი მხოლოდ გამყვანი რეისია.

AviaNews


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.