ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პირველი ქართული ვისკი JIMSHER-ი ბაზარზე ერთ კვირაში გამოჩნდება
27 თებერვალი, 2017

პირველი ქართული ვისკი JIMSHER-ი ბაზარზე, მომავალ ორშაბათს გამოვა და გასაყიდად სხვადასხვა ჰიპერმარკეტში შევა. როგორც „კომერსანტს" „ჯიმშერის" დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ განუცხადა, ვისკი ანალოგიურ უცხოურ პროდუქციაზე 5%-ით იაფი იქნება და მისი ექსპორტზე გატანაც იგეგმება. 

„ვისკი JIMSHER-ი ორშაბათს, 6 მარტიდან გამოვა და მას სხვადასხვა ჰიპერმარკეტში  შევიტანთ, თუმცა კონკრეტულად, სად შევა, ამ თემაზე ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რაც შეეხება „ჯიმშერის" საფასო პოლიტიკას, ის ანალოგიურ უცხოურ პროდუქციაზე 5%-ით იაფი იქნება." - განაცხადა ჯიმი ჩხაიძემ.

რაც შეეხება კონკურენციას, ჩხაიძის განცხადებით, „ჩვენ კონკურენციას სხვებს ხარისხიანი პროდუქციით და გემოვნური თვისებებით გავუწევთ, თუმცა ვინც კი ვისკის იმპორტს ახორციელებს, ჩვენთვის ყველა კონკურენტია.

JIMSHER-ის ექსპორტზე გატანას აუცილებლად ვაპირებთ და ამჟამად მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან მიმდინარეობს. თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით ექსპორტზე როდის გავალთ, რადგან ამას თავისი პროცედურები აქვს." - განაცხადა ჩხაიძემ.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

COMMERSANT.Ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.