ტურისტულ ინდუსტრიასა და სერვისებთან დაკავშირებით სპეციალურ პორტალზე places.georgia.travel ერთიანი მონაცემთა ბაზა მზადდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პლატფორმა დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მიიღონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, სერვისებსა და ტურისტულ პროდუქტებზე. პორტალზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში, კერძო სუბიექტის მიერ რეგისტრაცია შესაძლებელი გახდება ელექტრონულად, რაც პროცესს უფრო მოქნილს გახდის.
bp.ge