აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს პოლონელი ჟურნალისტები ამზადებენ.
ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ. მათ ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი და მთიანი აჭარა დაათვალირეს; გაეცნენ ქართულ ფოლკლორსა და ადგილობრივ სამზარეულოს.
პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს გარე რეკლამის, ონლაინ რეკლამისა და სხვა სარეკლამო არხების გზით. მზარდია პოლონეთიდან აჭარაში მოგზაურების რაოდენობაც. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, პოლონეთიდან აჭარაში მოგზაურების ვიზიტები 25%-ით არის გაზრდილი.
აჭარამ წელს სამიზნე ქვეყნებიდან 25-მდე პრეს და ინფოტურს უმასპინძლა, სხვადასხვა ქვეყნის მედიასაშუალებების წარმომადგენლები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
www.travelingeorgia.ge