ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პოლონეთში წელს ექსპორტზე 15 000 ბოთლი ბოლნისური ღვინო გავა
14 აპრილი, 2022

პოლონეთში წელს ექსპორტზე 20 მარნის 15 000 ბოთლი ბოლნისური ღვინო გავა. შედეგს ბოლნისური მარნების გაერთიანებამ პოლონეთში ჩატარებულ გამოფენა-დეგუსტაციაზე მიაღწია.

ბოლნისური მცირე მარნების მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით ბოლნისში ადგილობრივი მეღვინე-მევენახეების ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში ღვინის მწარმოებლებმა იმ ბენეფიტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რასაც გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ საკუთარ წევრებს პირდება. კერძოდ, საუბარია უფასო ლაბორატორიულ მომსახურებაზე, საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობაზე.

გაერთიანებამ პირველი 16 ოფიციალური წევრი უკვე დაარეგისტრირა, რომელთაც საჩუქრად ფრანგული მუხის კასრები გადაეცათ.

შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის, არემჯისა და გაერთიანება „ღვინო ბოლნისს“ შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს ბოლნისის მერიაც. კერძოდ, მეღვინეებს უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ღვინის ხარისხის შემოწმება უკვე ადგილობრივ ლაბორატორიაში შეეძლებათ. მიმდინარე წელს დასრულდება ქართულ-გერმანული ღვინის სახლის რეაბილიტაციაც, სადაც ადგილობრივი მარნების ღვინოები იქნება წარმოდგენილი.

business-partner.ge
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.